იანვარში ევროპაში გაზის ფასი 36 პროცენტით გაიზარდა და მეგავატ-საათზე 30 ევროდან 42 ევრომდე ავიდა- წერს გერმანული საინფორმაციო სააგენტო apollo-news. ფედერალური ქსელური სააგენტოს მონაცემებით, ფასის ეს ზრდა დეფიციტზე არ მიუთითებს.
ამასთან, გერმანიის გაზის საცავების შევსების დონე 32 პროცენტზე დაბლა დაეცა. ექსპერტების მონაცემებით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ში დაფიქსირებული ანომალიური ყინვების გამო შტატებიდან თხევადი გაზის ექსპორტის შემცირება გახდა. მედიის ცნობით, წინანდელმა ფასმა პიკს 21 იანვარს მიაღწია და 42.84 ევრო შეადგინა. 2 იანვარს, წლის პირველ სამუშაო დღეს, ის ჯერ კიდევ 30.84 ევრო იყო მეგავატ-საათზე. თვის ბოლოსთვის, 29 იანვარს, 41.99 ევრომდე გაიზარდა- რაც თვის განმავლობაში 36 პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ფედერალური ქსელური სააგენტო იუწყება: „გაზის საცავები იცლება ბაზრის მოთხოვნებისა და ამინდის პროგნოზის შესაბამისად.“ გერმანიის გაზის საცავების შევსების დონე კვლავ იკლებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია Uniper მომხმარებლებს გაზის შესაძლო დეფიციტის შესახებ აფრთხილებს და მიიჩნევს, რომ მიწოდების უსაფრთხოება ამჟამად გარანტირებული არ არის- იუწყება მედია.
