Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს

მარშალ პრესი 31/01/2026
archil gorduladze

კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. “საერთაშორისო გაუმჭვირვალობის” უცვლელი, ერთპიროვნული და “ტირანი” (მისივე თანამშრომლების ნათქვამია) დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე წერს სოციალურ ქსელში, რითაც ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

გორდულაძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იცის, რომ ახალი კანონის პირობებში ის ვეღარ შეძლებს კანონის გვერდის ავლას მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად, შესაბამისად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ემიგრანტების მიერ ოჯახის წევრებთან გამოგზავნილ თანხებთან დაკავშირებით. „კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა.

“საერთაშორისო გაუმჭვირვალობის” უცვლელი, ერთპიროვნული და “ტირანი” (მისივე თანამშრომლების ნათქვამია) დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს. როგორ შეიძლება ერთი სიტყვა მაინც დაუჯერო, როცა ორგანიზაციას დასახელებაში გამჭვირვალობა უწერია და თავად არის ყველაზე გაუმჭვირვალე და უცხოეთიდან მიღებული არცერთი თეთრის გასაჯაროვება არ უნდა. სხვა მავნებლობები გვერდით რომ გადავდოთ, მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად, პატრონის დავალებით საუკუნის აფერაშია ჩართული 2023 წლიდან და პატრონებისგან ჩარიცხული თანხის დასამალად ესტონეტშიც კი გადარეგისტრირდა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ იცის, რომ ვეღარ შეძლებს ვერც ის და ვერც კოლექტიური მარტა კოსი კანონის გვერდის ავლას და მის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, იცის რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს. ახალი კანონი არ ვრცელდება ემიგრანტის მიერ ოჯახში ჩარიცხულ საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოსაყენებლ ფულზე და წერტილი. გარედანდაფინანსებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობის” მსგავსი პირების ხელისშეშლის მცდელობების მიუხედავად, მაინც შევძლებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, გავატაროთ რეფორმები, ვიზრუნოთ ეკონომიკის გაზრდაზე, სოციალური საკითხების გადაჭრაზე და საქართველოზე, რომელიც ჩვენთვის სამშობლოა, ხოლო ასეთი ხალხისთვის – მხოლოდ წარწერა ჯიბეში ჩადებულ პასპორტზე,“- წერს არჩილ გორდულაძე.

Post navigation

Previous: უნივერსიტეტების გამრავლება სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო, რათა რაც შეიძლება მეტი კერა გაჩენილიყო ახალგაზრდებთან ურთიერთობისთვის და მათი გავლენის ქვეშ მოქცევისთვის
Next: ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.