Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით

მარშალ პრესი 30/01/2026
iraki kobakhidze

იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი სამუშაო პროცესი წარიმართება აპრილის ბოლომდე.

„ჩვენ არ ველოდებით აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს, რომ მანამდეც დადგება შედეგი. რა თქმა უნდა, რთულია საკითხი. დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან და ასევე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ევროპულთან შედარებით, ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, დანარჩენი გაგრძელდება პროცესი, კიდევ უფრო საინტერესოა სურსათზე ფასები და ამ ფასების შემცირება. აქაც გამომდინარე იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, პარლამენტი ჩაერთვება თავისი კომისიით სამუშაო პროცესი, მთავრობა განაგრძობს მუშაობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ
Next: თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2800 პროფესიონალი უზრუნველყოფს, პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ვეტერანების მიმართ და მადლობას გიხდით მოქმედ თანამშრომლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.