Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორზე – თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით, იმის გამო, რომ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, უცხოეთიდან იღებენ ფულს

მარშალ პრესი 30/01/2026
irakli kobakhidze
ერთადერთი, რაც იზღუდება არის რა, რომ უცხოური დაფინანსებით არ შეიძლება, პოლიტიკურ აქტივობებს აწარმოებდნენ ჩვენს ქვეყანაში, მარტო პოლიტიკური აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციების დასაქმების სფერო? თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან.
„იმის გამო, რომ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დადიან და უცხოეთიდან იღებენ ფულს, არავის არაფერს ვუზღუდავთ. უცხოური დაფინანსება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, აწარმოოს პოლიტიკური აქტიურობა, კეთილი უნდა ინებოს და ამისათვის რესურსები უნდა მოიძიოს ქვეყნის შიგნით, როგორც ეს ხდება ყველა ჯანმრთელ სახელმწიფოში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ჯანმრთელი სახელმწიფო და ამას ემსახურება ის კანონები, რომლებიც მიიღება,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც, ამას ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც წარვადგინეთ პარლამენტში
Next: ირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე – მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა, ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.