IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ყვარელის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით,  სოფელ ახალსოფელში მსუბუქი  ავტომობილის მძღოლმა,  საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და მოქალაქეებს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად  შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსებით თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება სისხხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება