Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს დასაქმების ზრდა კი არ გვექნებოდა, ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა

მარშალ პრესი 30/01/2026
shalva papuashvili

შალვა პაპუაშვილი უმუშევრობის გლობალურ მაჩვენებელს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც , 2024 წელს საქართველოში 21-ე საუკუნეში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. ეს არის იმის შედეგი, რომ მივყვებით ჩვენს ეროვნულ და არა ბრიუსელის ინტერესებს. ხაზს უსვამ – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს დასაქმების ზრდა კი არ გვექნებოდა, ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. და ბრიუსელი მოითხოვდა, რომ პირდაპირ ჩვენს ფეხში გვესროლა ტყვია, იმით რომ ჩაგვეკეტა ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვამ, რომელმაც ბრიუსელს დაუჯერე, ეკონომიკური ვარდნა მიიღო.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. ახალი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10,2% -მდე გაუმჯობესდა, 2023 წელს 9,6% გახდა, 2024 წლიდან კი 8%-ს გაუთანაბრდა, რაც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ახალი ისტორიული მინიმუმია.

Post navigation

Previous: რეგიონში ბიზნესგარემო უფრო რთული და რისკებისადმი მგრძნობიარე გახდა, ამ კონტექსტში, საქართველოს შეუძლია კონსტრუქციული როლის შესრულება – ნიკოლოზ სამხარაძე
Next: ეს არის ძალიან აშკარა და ფაქტობრივად შოკის მომგვრელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ღირებულებითი დეგრადაცია არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.