Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა

მარშალ პრესი 29/01/2026
news

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს, როგორც BSEC-ის დამფუძნებელი წევრისა და ორგანიზაციის თავმჯდომარის მნიშვნელოვან როლს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილეს.

„პრემიერ-მინისტრმა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის, ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 21 მილიარდს ხარჯავს მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება
Next: ევროკავშირს და ვიეტნამს კავშირები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აჰყავთ – Euronews

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.