Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

მარშალ პრესი 29/01/2026
0550

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფებოდა. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, საერთო ინტერესებსა და ურთიერთნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს. აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა ვიზიტზე: ეს ვიზიტი წარმოადგენს ტესტს: შეძლო თუ არა საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვითარების “ბაიდენიზაციის” შემდგომ პერიოდში, მართვადი ობიექტის როლიდან გამოსვლა და დიალოგის სუბიექტად ქცევა
Next: საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 21 მილიარდს ხარჯავს მაშინ, როდესაც ქვეყნის პოლიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.