Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს

მარშალ პრესი 29/01/2026
zviad kikvadze

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორად ირაკლი კიკვაძე აირჩიეს.

მას ნდობა სამეურვეო საბჭოს 8 წევრიდან 7-მა გამოუცხადა. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ირაკლი კიკვაძემ საბჭოს წევრებს “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” განვითარების ხედვა და კონცეფცია წარუდგინა, ასევე სამეურვეო საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი კიკვაძე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როგორც ის აცხადებს, აქვს დიდი ხნის გამოცდილება ტელევიზიისა და კინოს მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი მესამედ გამოაცხადა.

Post navigation

Previous: უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს – არჩილ გორდულაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე
Next: დავით ქართველიშვილი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა ვიზიტზე: ეს ვიზიტი წარმოადგენს ტესტს: შეძლო თუ არა საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვითარების “ბაიდენიზაციის” შემდგომ პერიოდში, მართვადი ობიექტის როლიდან გამოსვლა და დიალოგის სუბიექტად ქცევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.