Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ჩვენ ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა – დასავლეთი გვაკრიტიკებდა. აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მითუმეტეს – ევროკავშირს

მარშალ პრესი 29/01/2026
levan machavariani

ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ, – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

აღნიშნული პოსტით იგი ჩინეთთან პარტნიორობის თემას ეხმიანება და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ევროკავშირის, ასევე სხვა ქვეყნების ლიდერების მიერ გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.

„როდესაც, ჩვენ, ფაქტობრივად, ყველას დავასწარით და ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც მაშინვე კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა – დასავლეთი გვაკრიტიკებდა.

აღმოჩნდა, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველას სასიცოცხლოდ სჭირდება, მითუმეტეს – ევროკავშირს. შეგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ბატონ სი ძინპინს ესტუმრნენ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბატონი მაკრონი, კანადის პრემიერი, ბრიტანეთის პრემიერი, ხოლო შემდეგი გერმანიის კანცლერია. ყველას სურვილია, რომ ჩინეთთან გააღრმავოს ურთიერთობა და ყველა თვლის, რომ ეს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.

კარგია, რომ რაც დრო გადის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზეც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივოა.

ვისაც დაგაჯერეს, რომ ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორობა დასავლეთთან დაშორებას ნიშნავდა, უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პეკინში ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა.

Post navigation

Previous: “გეპეი” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთიანდება
Next: უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს – არჩილ გორდულაძე საკანონმდებლო ცვლილებებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.