Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური – სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ, ერთი სინანული არ გამოუხატავთ! პირიქით იმუქრებიან !

მარშალ პრესი 28/01/2026
lado sadgobelashvili

20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური – სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ ერთი სინანული არ გამოუხატიათ! პირიქით იმუქრებიან ! სანდრო გირგვლიანის მხეცურმა სადისტურმა მკვლელობამ შეძრა სრულიათ ქვეყანა! – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილის განცხადებით, საზოგადოებას ახსოვს სანდრო გირგვლიანი, მისი მკვლელობის საქმე, შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს შეძლებს ქვეყნის სათავეში დაბრუნებას. “20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური – სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ ერთი სინანული არ გამოუხატიათ! პირიქით იმუქრებიან !

სანდრო გირგვლიანის მხეცურმა სადისტურმა მკვლელობამ შეძრა სრულიათ ქვეყანა! უპირველეს ყოვლისა ეს იყო სიგნალი ახალგაზრდებისთვის, თუ ნაცებისთვის რამე მიუღებელს გავაკეთებდით ან განვაცხადებდით იმ დროინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გავიზიარებდით სანდროს და სხვა ქუჩაში უმოწყალოდ ჩაცხრილული ახალგაზრდების ბედს! ეს იყო იმდროინდელი პოლიტიზირებული პოლიციის ასე ვთქვათ გამოხმაურება come back-ი სააკაშვილის ცნობილ განცხადებაზე, რომელიც მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და სადაც ძალოვნებს მოუწოდა ესროლათ ყველასთვის – ნულოვანი ტოლერანტობით! სანდროს ტრაგედიამ მე და ჩემი უამრავი მეგობარი გარეთ გამოგვიყვანა, აგვიძულა უარი გვეთქვა პირად ცხოვრებაზე და ჩვენი ახალგაზრდობა გაგვეცვალა კოლექტიურ სააკაშვილებთან ბრძოლაში! სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ახალაიები და ძმანი და დანი მათნი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ქვეყნის სათავეში, რაც არ უნდა პროვოკაცეიები და ინტრიგები ხლართონ! ჩვენ გვახსოვს სანდრო! ჩვენ დღემდე გვტიკა ქუჩაში უმოწყალოდ ჩაცხრილული ახალგაზრდები! მე პირადად თუნდ სიკვდილად მიღირდეს ვერ და არ დავუშვებ ჩემი შვილები ანალოგიურ ტერორში გაიზარდონ და სიცოცხლის ფასადაც, რომ მიღირდეს ნაცმოძრაობის ბოგინს შევეწინააღმდეგები! Ps სააკაშვილმა სანდროს მკვლელები მალევე შეიწყალა, ამით მან დაუსჯელობის პრინციპი დანერგა დანაშაულებრივი სისტემის ერთგულებისთვის!”- წერს ლადო სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: ნაც-მოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლობას იღებენ სანდროს წამებასა და მკვლელობაზე, ისევე, როგორც სხვა ყველა დანაშაულზე, რაც ჩადენილია ქართველი ხალხის და საქართელოს წინააღმდეგ
Next: პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.