Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საუდის არაბეთი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას

მარშალ პრესი 28/01/2026
mohamed bil alsani

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს განუცხადა, რომ ერ-რიადი არ დაუშვებს მისი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას, მემკვიდრე პრინცმა დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად „ნებისმიერი ძალისხმევის მიმართ, რომელიც უთანხმოებებს დიალოგის გზით მოაგვარებს“.

ამასთან, ირანული მედიის ინფორმაციით, პეზეშკიანმა ბინ სალმანთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანი მიესალმება ნებისმიერ პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს ომებისა და კონფლიქტების თავიდან აცილებას.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა
Next: პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.