Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გამოცემა Middle East Eye-ის ცნობით, თურქეთი ბუფერული ზონის შექმნას გეგმავს, თუ ირანის მთავრობა დაეცემა

მარშალ პრესი 27/01/2026
13

ონლაინგამოცემა Middle East Eye-ის ინფორმაციით, ანკარა გეგმებს ამზადებს, ირანზე აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში ლტოლვილთა პოტენციური ნაკადის თავიდან ასაცილებლად. გამოცემის ცნობით, თურქეთი გეგმავს ბუფერული ზონის შექმნას საზღვრის ირანულ მხარეს, თუ ყველაზე უარესი სცენარი განვითარდება და თეირანში მთავრობა დაიშლება.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ხუთშაბათს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე კანონმდებლებს აცნობეს, რომ ანკარა ირანთან დაკავშირებით რამდენიმე პოტენციური სცენარისთვის ემზადება, რის შესახებაც Middle East Eye-სთან საუბარში აღნიშული შეხვედრის ორმა მონაწილემ განაცხადა.

ერთ-ერთი პირის თქმით, თურქმა ოფიციალურმა პირებმა გამოიყენეს ტერმინი “ბუფერული ზონა” და განმარტეს, რომ ანკარას მიზანია ყველა შესაძლო გზით თავიდან აიცილოს ლტოლვილთა ახალი ტალღის ქვეყანაში შემოსვლა. თუმცა, მეორე მონაწილემ განაცხადა, რომ ოფიციალურ პირებს სიტყვა “ბუფერული ზონა” პირდაპირ არ უხსენებიათ, მაგრამ, მზადყოფნა გამოთქვეს, სტანდარტულ ზომებს გასცდენოდნენ.

“თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ანკარამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები ირანთან 560-კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ, ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული ფიზიკური ბარიერების სისტემის მეშვეობით.

სამინისტროს ცნობით, საზღვრისპირა ტერიტორიები 24 საათის განმავლობაში კონტროლდება სადაზვერვო და სათვალთვალო სისტემებით, მათ შორის, დრონებისა და ავიაციის გამოყენებით.

თურქული მედიია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოფიციალურმა პირებმა, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, დეპუტატებს აცნობეს, რომ თვის დასაწყისში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული სისხლიანი საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 4 000 ირანელი დაიღუპა, ხოლო 20 000 დაიჭრა”, – წერს Middle East Eye.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქეთის მთავრობა მკაფიოდ აცნობიერებს რეჟიმის ცვლილკენ მიმართულ ოპერაციებისა და ომების შედეგებს, რადგან საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი 2003 წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით ერაყში შეჭრისა და უფრო ახლო პერიოდში, 2011-24 წლებში სირიის სამოქალაქო ომის დესტაბილიზაციის შედეგები.

Post navigation

Previous: ჰელსინკის კომისიის მოსმენა არ იქნება სანდო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული. ეს არის წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტის ტრიბუნა, სადაც დასკვნები მზად არის მანამ, სანამ განხილვა საერთოდ დაიწყება
Next: მოლდოვას პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა უდიდესი ალბათობით მიიღო ევროკრატების მორიგი დავალება და თავისი უმოკლესი ჭკუით ვითომდაც კბილი გაჰკრა საქართველოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.