Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კომპანია FGS Global-ის გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს – გამოცემა “პოლიტიკო”

მარშალ პრესი 26/01/2026
1769410594-Capture

ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის შედეგებს ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, გამოკითხვის მიხედვით, „ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნების და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო“.

გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.

როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა. ევროპელთა უმრავლესობა, 76% აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. პესიმისტური განწყობა უფრო მაღალი იყო რუმინეთში – 91%, საბერძნეთში – 88% და ბულგარეთში – 86%.

გამოცემა იუწყება, რომ თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზაზეა. გამონაკლისს წარმოადგენენ პოლონეთი, ლიეტუვა და დანია. კითხვას, ეთანხმებიან თუ არა ისინი, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო თავდაჯერებულად უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას შექმნის“, 71%-მა დადებითად უპასუხა.

ამასთან, კითხვას, იმსახურებს თუ არა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიას, გამოკითხულთა 77%-მა უარყოფითად უპასუხა.

გამოკითხვა სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანიის, FGS Global-ის მიერ 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 23 ქვეყნიდან 11000-ზე მეტმა ადამიანმა. სულ მცირე, 500 ადამიანი გამოიკითხა შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი. შესაძლო ცდომილება 4,4%-ია.

Post navigation

Previous: ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
Next: ევროკავშირის დონეზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ვერ შექმნა განვითარების ახალი იმპულსი. პირიქით, მათ გააძლიერეს ეკონომიკური რეგრესი, გაზარდეს სოციალური დაძაბულობა და შეამცირეს რწმენა, რომ ინტეგრაცია ავტომატურად კეთილდღეობას ნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.