Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას

მარშალ პრესი 26/01/2026
irakli kobakhidze4

ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში, ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მოსმენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მომხსენებლები ლორა თორნტონი და ჯო უილსონი არიან.

პრემიერის თქმით, მიზანი სწორედ ხელის შეშლაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის.

„დადებით მიზნებს რომ არ ემსახურება ეს თავისთავად ფაქტია. ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპის მაგინებელი კონკრეტული ადამიანი არის დაბარებული ჰელსინკის კომისიაში. ასეთი დისკუსია ხელს ვერ შეუწყობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას. მე ვფიქრობ, რომ მიზანია სწორედ ხელის შეშლა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა, აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
Next: დავოსის ფორუმმა ღიად დაგვანახა თანამედროვე მსოფლიოს გზა დემოკრატიიდან ახალ იმპერიალიზმამდე. საერთაშორისო სისტემების ანარქია პიკს აღწევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.