Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე, იგივე ეხება საწვავსაც, საკითხის აქტუალობიდან და დაკავშირებადობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კომისიის საქმიანობის ფარგლებში მოვიცვათ აღნიშნული თემები

მარშალ პრესი 25/01/2026
irakli kobakhidze3

მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია იმუშავებს როგორც მედიკამენტების, ისე საწვავის მიმართულებითაც.

“მოსახლეობის ფართო ფენას, ბუნებრივია, აწუხებს ასევე მაღალი ფასები მედიკამენტებზე და საკითხის სპეციფიკა არის ძალიან მსგავსი. აქაც არის იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ არის სააფთიაქო ქსელები. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსია თავისი არსით საკითხები, იგივე ეხება საწვავსაც, გადავწყვიტეთ ყველა ეს საკითხი გაგვეერთიანებინა. საბოლოო ჯამში, ეს არის, მთლიანობაში, ერთგვარი პირველადი მოხმარების პროდუქცია, რასაც მოიხმარს ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, თითქმის, ყველა მოქალაქე, სამივე საკითხს თუ შევეხებით. საკითხის აქტუალობიდან და დაკავშირებადობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ კომისიის საქმიანობის ფარგლებში მოვიცვათ სამივე თემა,”- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ბიზნესის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე
Next: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.