Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვა ვეღარავისთვის იქნება ცივილიზებულობის მაგალითი, ამერიკა ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც იდგა აქამდე იმიჯის დონეზე მაინც

მარშალ პრესი 25/01/2026
david darchiashvili

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი იდეოლოგი, დავით დარჩიაშვილი, მინეაპოლისში, ფედერალურ აგენტებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვა ცივილიზებულობის მაგალითი ვეღარავისთვის იქნება.

დარჩიაშვილის შეფასებით, აშშ, ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც აქამდე იმიჯის დონეზე მაინც იდგა. ასევე, მას “ველური არაპროფესიონალიზმის” მაგალითად მოჰყავს ოფიცრების ხელმძღვანელის მიერ, გამოძიების დასრულებამდე მსხვერპლისთვის ტერორისტობის დაბრალება.

“მინეაპოლისში სროლებს (უკვე მეორე ადამიანია მოკლული ფედერალური სააგენტოს ოფიცრების ხელით) კიდევ ერთი შედეგი აქვს: ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვა ვეღარავისთვის იქნება ცივილიზებულობის მაგალითი. ამერიკა ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც იდგა აქამდე იმიჯის დონეზე მაინც: კაცს ჯერ ართმევენ იარაღს, რომლის ტარების კანონიერი უფლება ჰქონდა. ის ნერვიულობს, წინააღმდეგობას წევს, როდესაც თავზე ოფიცრები აზიან და, ამ მოტივით, თუ სრულიად გაუწვრთნელობის გამო, რამდენიმე ოფიცერი მას ცხრილავს. კი მქონდა ნანახი ასეთი რამეები, მაგრამ მარტო მართლა მემარცხენე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამერიკულ ფილმებში. ახლა ეს ლაივში ხდება. ხო, კიდევ ერთი მაგალითი ველური არაპროფესიონალიზმის: ამ ოფიცერთა ხელმძღვანელი გამოძიებას არ ელოდება და ისევ მსხვერპლს აბრალებს ტერორისტობას.”

ცნობისთვის, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) ცნობით, იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების (ICE) აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი.

შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობაში, პასუხისმგებლობას ქალაქი მერს და მინესოტის გუბერნატორს აკისრებს და მათ „აჯანყების წაქეზებაში“ ადანაშაულებს.

Post navigation

Previous: მინეაპოლისში, საპროტესტო აქციებზე ასობით დაპატიმრება და ორი ფატალური სროლა მოხდა – უცნაური სიჩუმეა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, რომელიც ცნობილია სხვების შიდა საქმეებში ჩარევით, მათგან არანაირი კრიტიკა ან დაგმობა არ ისმის
Next: ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია – ვიქტორ ორბანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.