Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობენ

მარშალ პრესი 24/01/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება ძალიან ჰგავს „ხალხის ძალის“ მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ წერილებსა და განცხადებებს.

„როდესაც დღეს ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობენ“ – აღნიშნავს მაჭარაშვილი. დეპუტატის თქმით, დღეს ევრობოუროკრატია საკუთარ თავზე იმკის იმ უსამართლობას, რაც საქართველოსთან მიმართებით დათესეს. „ევრობოუროკრატიამ რა უსამართლობაც დათესა საქართველოსთან მიმართებით, იმას იმკის ახლა საკუთარ თავზე.

ჩვენ „ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ 2022 წლის 2 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ წერილი, სადაც მივუთითებდით, რომ ევრობიუროკრატიაში და მაშინდელი ამერიკის ხელისუფლებაში მოკალათებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც უსამართლო ზეწოლას ახორციელებდნენ საქართველოზე. ეს და სხვა მსგავსი საკითხები მაშინ ჯერ კიდევ კულისებში განიხილებოდა. „ხალხის ძალამ“ შეძლო და ეს ყველაფერი გამოიტანა კულისებიდან. სიმართლე ვუთხარით საზოგადოებას. ის, რასაც მალავდა ევრობიუროკრატია, დღეს უკვე გაცხადებულია. როდესაც დღეს ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებებს კითხულობენ. ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ. ჩვენ [„ხალხის ძალამ“] ასზე მეტი წერილი გამოვაქვეყნეთ და შეგვიძლია გავუგზავნოთ ამ ბატონებს და ქალბატონებს და ვუთხრათ, რომ ჩვენც ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით, რაზეც ახლა თავად საუბრობენ. მაკრონი ამბობს, რომ თურმე არ შეიძლება საფრანგეთის სუვერენიტეტში ჩაერიოს შეერთებული შტატები; ზოგადად, ევროკავშირის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ-ს პრეზიდენტი თურმე წითელ ხაზებს კვეთს და ა.შ.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, შეერთებულ შტატებში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე დაუყოვნებლივ დაწესდება 100%-იანი ტარიფი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.