Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში, რაც ადასტურებს, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის, ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მაქსიმალური ინვესტიციის ჩადებას დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში

მარშალ პრესი 23/01/2026
irakli kobakhidze

მინდა, მარტივი მაჩვენებელი მოვიტანო, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის – 7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი საფრთხეები რეალურად არ არსებობს და ესეც არის სპეკულაციები.

„ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების აღდგენას და მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. რაც შეეხება ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში, ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პორტებს, აეროპორტებს, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ეს ეფუძნება დადებით მოლოდინებს ტრანზიტის მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით.

მინდა, მარტივი მაჩვენებელი მოვიტანო, რაც ადასტურებს იმას, რომ ალტერნატიული კორიდორი არ ქმნის საფრთხეს საქართველოსთვის – 7-ჯერ არის გაზრდილი გასული 5 წლის განმავლობაში ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში. ასეთ პირობებში, ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურით მაქსიმალურად შევძლოთ დავეწიოთ ამ მზარდ ტვირთბრუნვას. ასეთი ზრდის პირობებში ალტერნატიული კორიდორი იქნება მხოლოდ და მხოლოდ შემავსებელი ჩვენი ტრანზიტული ფუნქციისთვის. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაციები. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ მაქსიმალური ინვესტიციის ჩადებას ჩვენი ამ ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ყველა მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი სისტემა კორუფციული პრაქტიკისგან, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობა
Next: ოპოზიციის პროპაგანდისტები ქართულ ოცნებას აბრალებენ, ტრამპმა საქართველო პუტინთან, ლუკაშენკოსთან ერთად არ დაპატიჟა რაღაც საბჭოში. რომ დაეპატიჟებინა მაშინ დააბრალებდნენ, ვისთან ერთად დაგვპატიჟაო- ძალიან დამამცირებელ ვითარებაში არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.