Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრიოს კერიდასი: საბერძნეთი მზადაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს

მარშალ პრესი 29/06/2022
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ.

შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, დიმიტრიოს კერიდასთან, სადაც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს.

დიმიტრიოს კერიდასი საქართველოს პროგრესს მისალმა და განაცხადა, რომ საბერძნეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით, აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარებთან.

შეხვედრას საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, დავით დონდუა ესწრებოდა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პოლიტიკური ჯგუფის – „გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან. დეპუტატები საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 30 ივნისს დაასრულებენ.

Continue Reading

Previous: კარლ ჰარცელი: ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რაც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იყოს ხელიდან გაშვებული
Next: გიორგი ვოლსკი: პოზიციების დაპირისპირება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს, თუ არსებობს საკითხები, რაზეც ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025