Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება

მარშალ პრესი 22/01/2026
1769067838-vandalizmi-1024x682

ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აქამდე ამ მიმართულებით კანონი მოქმედებდა, თუმცა აღსრულების მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობდა.

„მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ფიქსირდება ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტია დაფიქსირებული. ასეთია შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სხვადასხვა უწყების შენობები, მეტროსადგურების ამოსავლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, მოხდეს მისი გამკაცრება. ვანდალიზმის შედეგების გამოსწორებას რაც შეეხება, საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე, რომელიც ისევ თქვენი თანხაა, რიგითი მოქალაქეების, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, მაშინ როცა შეგვიძლია, აღნიშნული თანხები მივმართოთ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაავალა „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელს გოგი ჩიქოვანს, რომ აღნიშნული მიმართულება გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„ასევე ვთხოვ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს, გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები, რათა ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდეს შენობების ფასადები. ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრთან, გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. მადლობა პირადად მინისტრს მხარდაჭერისთვის. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობა მსგავსი პრობლემების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესია. არავის დაჯარიმება არ გვიხარია. ყოველთვის გთხოვთ, დაემორჩილოთ კანონს, არ გადავაბიჯოთ ზღვარს, რადგან ეს ქალაქი არის ყველასი. გთხოვთ, არ დავაზიანოთ შენობების ფასადები, პარკები, სკვერები, საერთო სარგებლობის ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს კანონით დაკისრებული მოვალეობის მკაცრად აღსრულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ევროკომისიის მიერ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის დაწყება, არის გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება
Next: მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.