IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საძოვრების პრობლემის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები ორჯერ გამართა. მათი მოთხოვნა იყო სოფლების კუთვნილი სათიბები დაეტოვებინა კახეთიდან ჩამოსულ მწყემსებს, რომლებიც აქ ცხვრებს აძოვებდნენ. აქციის გამართვის პირველივე დღიდან, პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად ჩაერთვნენ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე. ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ, როგორც აქციის მონაწილეებს, ისე კახეთიდან ჩამოსულ მწყემსებს. ბესიკ ამირანაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას მათი მხრიდან წამოყენებული პრობლემა უმოკლეს დროში გადაუწყვიტა. ამ ეტაპისთვის ნაწილი ფარა გადაყვანილია ასპინძის მუნიციპალიტეტში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელიც მოსახლეობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება