Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახლა დაიწყო მაკრონმა სახელმწიფოების სუვერენიტეტზე ლაპარაკი, რომელ სუვერენიტეტზე საუბრობენ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით, როგორც იქცეოდნენ ევრობიუროკრატები, ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ

მარშალ პრესი 21/01/2026
tengiz sharmanashvili

ბატონი ზაზა ბევრ საინტერესო იდეასა და მსჯელობას გვთავაზობს. საქმე ის არის, რომ ვინც მას ოპონირებას უწევს, ხანდახან მის აზრებს კი არ უწევს ოპონირებას, არამედ გარშემო შემოვლით რაღაცა იდეებს. მოდაში შემოვიდა მათი მხრიდან, რომ როდესაც კაცი რეალობაზე საუბრობ, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ შენ ეს რეალობა მოგწონს, ან არ მოგწონს. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ მე ეს რეალობა მომწონს, მაწყობს, არ მაწყობს, აქ იმაზეა საუბარი, რომ თვალები გავახილოთ ეს არის რეალობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო წერილზე საუბრისას.

შარმანაშვილის განცხადებით, ზაზა შათირიშვილს უჩნდება ლეგიტიმური კითხვები აშშ-ის ზრახვებზე ევროპასთან დაკავშირებით და ის ყალბ ნარატივს არ ეფუძნება.

„ამერიკასა და ევროპას შორის რომ დაპირისპირება არის თითქმის ყველა დონეზე, ეს რეალობაა. ეს ხომ რაღაც მოსაზრება არ არის მგონი ასე ხდება. ტარიფების გაზრდა გრელანდიის გამო რეალობაა თუ მოსაზრება? – რეალობაა. ბატონ ზაზასაც უჩნდება ეს კითხვები, რა ხდება. რა მოკავშირეობაზეა ლაპარაკი? ხომ არ უნდა აშშ-ს ევროპის დასუსტება და შემდგომში თავისი უპირატესი პოლიტიკის გატარება თუნდაც ევროპის კონტინენტზე და მთელს მსოფლიოში? ეს კითხავ ლეგიტიმურია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ არის. იმიტომ რომ, რაღაც ყალბ ნარატივს ხომ არ ეფუძნება?“- განაცხადა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილის განცხადებით მსოფლიოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ევროპასა და ევრობიუროკრატებს ბუმერანგივით უბრუნდებათ უკან საქართველოს ეროვნულობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

„დღეს არ მიაქციეს ყურადღება ხაზინის მდივანი, ანუ ვის ხელშიც არის ამერიკის ხაზინა ის გამოვიდა და თქვა, რომ ევროპელები ცუდად იქცევიან, რომ იმ თანხების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც უკრაინასთან ომს ხმარდება რუსეთს მოპოვებული აქვს ევროპაში ნავთობის სხვადასხვა გზით შეტანით, ანუ ჩვენ რომ გვამონათებდნენ ორ ბოთლ ღვინოს რატომ ვყიდით რუსეთში თვითონ მილიარდებს ატრიალებდნენ აქეთ-იქით ამ ნავთობით. ამას მე ხომ არ ვსაუბრობ, თქვენ ხომ არ საუბრობთ, ამერიკის ხაზინის მდივანი, ანუ ვის ხელშიც არის მთელი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინა ის მიუთითებს ამაზე და მერე მუქარაც მოაყოლა, აი ამ გრენლანდიის საკითხში ჩვენ ხო გადავდგით ეს ტარიფის გაზრდის ნაბიჯი, თუ ევროპა გვიპასუხებს ძალიან მძიმედ დამთავრდება მათთვისო. მერე მაკრონმა რაღაცა თქვა ეხლა გამოვიდა დავოსში და თითქოს რაღაცა საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აპირებდნენ და ეს იყო მისი პასუხი, გადადგამთ ამ ნაბიჯს კიდევ უარეს პასუხს მიიღებთო.
აქ მთავარია, რომ ეს უკვე დაფარული აღარ არის, ეს უკვე მოსაზრებების დონეზე აღარ არის, ეს უკვე რაღაც გამოგონილი ნარატივების დონეზე არ არის. ეს ჩვენ თვალწინ ხდება, ეს ყველაფერი . რატომ მოხდა ასე და ეხლა დაიწყო მაკრონმა ეროვნული სახელმწიფოების სუვერენიტეტზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ბუმერანგს გაისვრი დიდი ალბათობით 99% ეს ბუმერანგი შენამდე მოვა და როდესაც შენ სხვის სუვერენიტეტის შელახვა დაიწყე აღარ გაგიკვირდეს, რომ ეს ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდა და შენც მოგაკითხა. რომელი სუვერენიტეტის საკითხებზე მესაუბრება თუნდაც საქართველოს მიმართ, როგორც იქცეოდნენ ისინი ევროპელი ლიდერები და აღარ ვლაპარაკობ ევრობიუროკრატებზე. ეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ. ეს სუვერენიტეტი თავის დროზე მათ დათმეს „დიფ სტეიტის“ სასარგებლოდ.“- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: ძალიან რთულია ქართულ საჯარო სივრცეში ისეთი ადამიანი მოინახოს, რომელსაც ტექსტიდან ან მოსმენილიდან ლოგიკური ჯაჭვის აგება მერაბ მეტრეველზე მეტად უჭირს
Next: ჩინეთი საჯაროდ აჩვენებს, რომ საქართველო მისთვის აღარ არის პერიფერია, არამედ არის ფუნქციური კვანძი, რომლის ადმინისტრაციული და პოლიტიკური აჩქარება არა თუ შესაძლებელია, არამედ საჭიროა კიდეც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.