Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას – ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, იმდენს ვერ ხვდება, რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?

მარშალ პრესი 20/01/2026
levan chotorlishvili

ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უფლებების, იდენტობის დისკურსის, ლგბტ, ვეგანობის, ევროინტეგრაციის, ფემინიზმის, ეკოლოგიის, გამარჯვებული ჰუმანიზმის და დემოკრატიის ეპოქაში, – წერს გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტოლიშვილი, სოციალურ ქსელში. ჭოტორლიშვილი ინტერესდება, რა მოხდებოდა, “რომელიმე პროგრესული დასავლური იმპერიის” შემადგენლობაში რომ მოვხვედრილიყავით, ქართველებიც თუ 30 ათასი დავრჩებოდით გრენლანდიელებივით.

“ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უფლებების, იდენტობის დისკურსის, ლგბტ, ვეგანობის, ევროინტეგრაციის, ფემინიზმის, ეკოლოგიის, გამარჯვებული ჰუმანიზმის და დემოკრატიის ეპოქაში. მიდიოდა ხალხის გენოციდი და ამის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, გავიგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელებმა გრენლანდიის დანიისთვის წართმევა გადაწყვიტეს და საჯარო გახადეს მათი დანაშაული.

წარმოიდგინეთ ასეთი რამ სხვას რომ გაეკეთებინა, როგორი გნიასი იქნებოდა ატეხილი მედიაში. რატომ გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, სსრკ-ს შემადგენლობაში, რა მოხდებოდა რომელიმე პროგრესული დასავლური იმპერიის შემადგენლობაში რომ მოვხვედრილიყავით? ჩვენც ოცდაათი ათასი დავრჩებოდით გრენლანდიელებივით? აპრიორი რატომ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ უფრო კეთლშობილი ზრახვები აქვთ ვიდრე გრენლანდიელების მიმართ? ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, იმდენს ვერ ხვდება რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

Post navigation

Previous: პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
Next: მზია ამაღლობელის ძმა რომ მივიდა ციხესთან და ჰოი საოცრებავ, ფოტოგრაფი დახვდა და შემდეგ ისეთ ადგილას დადგა, რომ ვითომ მეტი არავინაა, ამ ფოტოგრაფმაც რომ გადაუღო ექვსი ფოტო და მთელი ღამეა სათითაოდ ავრცელებენ მაგ ფოტოებიდან თითო-თითოს, მითხარით რამდენად გულწრფელია ეს სპექტაკლი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.