Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე არმიით. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა და სურთ, ასობით მილიარდი დოლარი დავხარჯოთ მათი ტერიტორიის დასაცავად, თან ამბობენ, ტერიტორია 100%-ით დანიას ეკუთვნის, ეს უსამართლო გარიგებაა

მარშალ პრესი 17/01/2026
stiven mileri

გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. გრენლანდია 25 პროცენტით აღემატება ალასკას. მისი ფართობი შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის მეოთხედს შეადგენს. რაც შეეხება დანიას- დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე არმიით-, ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში და მრჩეველმა შიდა უსაფრთხოების საკითხებში სტივენ მილერმა FOX NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა. „

მათ [დანიას] არ შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლი. ტერიტორიული კონტროლის შესახებ 500 წლის განმავლობაში არსებული ყველა კანონის თანახმად, ტერიტორიის გასაკონტროლებლად, აუცილებელია მისი დაცვა, განვითარება და დასახლება.

დანია არცერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ახლა კი, მათ სურთ, რომ ჩვენ ასობით მილიარდი დოლარი დავხარჯოთ მათი ტერიტორიის დასაცავად, რომელიც ალასკაზე 25%-ით დიდია და ეს ყველაფერი 100%-ით ამერიკის ხარჯებით მოხდეს. ამავე დროს, ისინი ამბობენ, რომ ტერიტორია 100%-ით დანიას ეკუთვნის. ეს უსამართლო გარიგებაა. და რაც მთავარია, ეს უსამართლოა ამერიკელი გადასახადის გადამხდელებთან მიმართებით, რომლებიც თაობების განმავლობაში აფინანსებდნენ ევროპის თავდაცვის სისტემას. ამერიკული ფული, ამერიკული სიმდიდრე, რესურსები, ამერიკული სისხლი, ამერიკული გამჭრიახობა არის ის, რაც უზრუნველყოფს ევროპისა და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. დონალდ ტრამპი კი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენ პატივი გვცენ“- განაცხადა მილერმა.

Post navigation

Previous: დააკავეს 2 პირი, რომლებიც რუსთავში, ცნობილი ბრენდების სახელით ამზადებდნენ სიცოცხლისთვის საშიშ ალკოჰოლურ სასმელებს
Next: ევროკომისია განიხილავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული, თუმცა, არასრულფასოვანი წევრობის იდეას – სააგენტო “როიტერი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.