Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში – ბაჩო ახალაია

მარშალ პრესი 16/01/2026
bacho axalaia

„სინამდვილეში ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან ჩამოაყალიბა ნამდვილი, თანამედროვე სახელმწიფოს კონტურების მქონე საქართველო“ -ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ დაკავებამდე განაცხადა ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ავრცელებს.

ახალია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ვერცერთი სხვა ხელისუფლება ახლოს ვერ მივა.

„მანამდე იყო შევარდნაძე, მოკლე პერიოდით გამსახურდია, იყო ვინმე გუმბარიძე, მანამდე პატიაშვილი, მჟავანაძე, ჩარკვიანი და ა.შ. რომელი ერთი შეიძლება მოიყვანო ახლოს სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლებასთან?! რომელი ერთი? ვინმე თუ მეტყვის, რომ არიქა, ნოე ჟორდანიას ხელისუფლება ჯობდაო, დიდი ბოდიში. ამიტომ, ცალსახად, კიდევ ერთხელ შემიძლია პატიოსნად გითხრათ, რომ მიშას [სააკაშვილი] ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში“- ამბობს ახალაია.

Post navigation

Previous: ეს სამარცხვინო შემობრუნება განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ დიდ გამარჯვებაში მონაწილეობის შანსს ვუშვებდით ხელიდან
Next: ნაცებიც ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული- ვინ ამბობს მაგას? მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა- არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი – ბაჩო ახალაია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.