Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს

მარშალ პრესი 29/06/2022
დიდი ბრიტანეთი

რუსეთის კიბერთავდასხმებისგან დაცვის მიზნით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, აღნიშნული დახმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.

ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებს და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ.

Post navigation

Previous: თქვენ ვინმემ დუბინკა ხომ არ გაგიყარათ? – ლევან ხაბეიშვილის მიმართვა მოქალაქეს (ვიდეო)
Next: შარლ მიშელი: ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია – გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გადაწყვეტილება მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.