Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეულთა შორის საქართველოს არყოფნა დემონსტრაციული ჟესტია. ამით ჩვენი სიძლიერე და საკუთარი სისუსტე გამოავლინეს. საქართველოს, როგორც გლობალური ლიბერალიზმისთვის “კერკეტი კაკალის” სტატუსი, საჯაროდ აღიარეს

მარშალ პრესი 16/01/2026
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეულთა შორის საქართველოს არყოფნას. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ აქტი „დიფ სთეითის“ მხრიდან საჯარო სიმბოლური დარტყმაა. წერს იმასაც, რომ ამ „დასჯის“ პარალელურად, აზერბაიჯანმა გაზის მიწოდება ავსტრიასა და გერმანიისთვის, საქართველოს გავლით დაიწყო: „შეიძლება არ მოიწვიო მისი პრემიერ-მინისტრი დავოსში. შეიძლება ქვეყანას წაუკითხო მორალური ნოტაციები და გააკეთო პოლიტიკური ჟესტები. მაგრამ სამხრეთ კავკასიის რუკის გადახაზვა ბრიუსელის ახირებით, შეუძლებელია“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის სიტყვებით, საქართველოს „დასჯის“ პარალელურად, ევროპელები აგრძელებენ საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებას და მისთვის გვერდის ავლა, პრაგმატული თვალსაზრისით, შეუძლებელია. „დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეულთა შორის საქართველოს არყოფნა დემონსტრაციული ჟესტია. ეს არის “დიფ სთეითის” მხრიდან გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, საჯარო სიმბოლური დარტყმა. დავოსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური კონფერენცია – ის გლობალური ლიბერალური კონსენსუსისადმი ლოიალობის ვიტრინაა.

წელს გადაწყვიტეს, საქართველო ამ ვიტრინაში არ დაეყენებინათ. მადლობა ღმერთს, ამით მხოლოდ ჩვენი სიძლიერე და საკუთარი სისუსტე გამოავლინეს. საქართველოს, როგორც გლობალური ლიბერალიზმისთვის “კერკეტი კაკალის” სტატუსი, საჯაროდ აღიარეს. ამავდროულად, აზერბაიჯანმა დაიწყო გაზის მიწოდება გერმანიასა და ავსტრიაში, ეს მიწოდებები ფიზიკურად, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ანუ, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თბილისს საჯაროდ „სჯიან“, საქართველო აგრძელებს ევროპის რეალურ ენერგეტიკულ არქიტექტურაში საკვანძო ფუნქციის შესრულებას.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა: როგორ ებმება ერთმანეთს ეს ორი მოცემულობა – პოლიტიკური სილა და ეკონომიკური დამოკიდებულება? დავოსის ფორუმი არ არის მაგისტრალებზე, გაზსა თუ ელექტროენერგიაზე. ის ეფუძნება ლიბერალირ იდეოლოგიურ დისციპლინას, “სწორ” რიტორიკას და მსოფლიო გლობალიზმის მონათმფლობელურ პოლიტიკას. ამ ლოგიკაში საქართველო დღეს არასასიამოვნო და უხერხული პარტნიორია: მან უარი თქვა „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, ატარებს სუვერენულ, უსაფრთხოების პოლიტიკას, არ იღებს ულტიმატუმებს და კოლონიალური ენთუზიაზმის ნაცვლად, დამოუკიდებელ პრაგმატიზმს აჩვენებს. მაგრამ ენერგეტიკა, იდეოლოგია არ არის. ეს არის მათემატიკა, წნევა, მოცულობები და გეოგრაფია. ამ რეალობაში საქართველოს ამოშლა ან დასჯა შეუძლებელია. ევროპას შეუძლია თბილისი იდეოლოგიურად დააიგნოროს, მაგრამ პრაგმატული თვალსაზრისით, გვერდს ვერ აუვლის. აზერბაიჯანული გაზი ტელეპორტაციით არ ხვდება გერმანიაში. ის მიედინება კონკრეტული მარშრუტებით, კონკრეტული სახელმწიფოების გავლით. საქართველო ამ დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო რგოლია. შეიძლება არ მოიწვიო მისი პრემიერ-მინისტრი დავოსში. შეიძლება ქვეყანას წაუკითხო მორალური ნოტაციები და გააკეთო პოლიტიკური ჟესტები. მაგრამ სამხრეთ კავკასიის რუკის გადახაზვა ბრიუსელის ახირებით, შეუძლებელია. საქართველოს “სჯიან” რაღაც არაფრის მიმცემი სიმბოლოებით, მაგრამ აგრძელებენ მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებას საკუთარი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს აქცევს დავოსის მსგავს დიპლომატიურ ჟესტებს პრაქტიკული თვალსაზრისით უაზრო საქციელად, რადგან საქართველოს ნამდვილი სუბიექტობა გამოიხატება ევროპისთვის მის შეუცვლელობაში. ხოლო ლიბერალური ევრობიუროკრატია, საქართველოსთვის შეუცვლელი ნამდვილად არ არის“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: იმ ოლქებში, სადაც აშკარაა, რომ ბრიტანეთის მმართველი პარტია წააგებს არჩევნებს, ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალური არჩევნების 2 წლით გადადებას
Next: ეს სამარცხვინო შემობრუნება განსაკუთრებით ბრაზის მომგვრელია ქართველი ხალხისთვის, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ დიდ გამარჯვებაში მონაწილეობის შანსს ვუშვებდით ხელიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.