IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავებიც.

სამძებრო ღონისძიებები ზუგდუდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება