Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში მოჰამედ ალაბარს შეხვდა

მარშალ პრესი 13/01/2026
6ed3a0d3-276c-4236-9073-f4b07505a9b4

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელს მოჰამედ ალაბარს შეხვდა, რომელიც საქართველოში უმსხვილეს – 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.
შეხვედრისას განიხილეს პროექტის კონკრეტული ასპექტები.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ახალ სტიმულს მისცემს ქართული ეკონომიკის განვითარებას.

„იგლ ჰილსის” პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოს სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს.

პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ – 8 ათასზე მეტ სამუშაოადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარებას. პროექტის პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე 11 მილიარდი ლარი იქნება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო

Post navigation

Previous: უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში – პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით
Next: გამომძიებლებმა გამოავლინეს უკრაინის მაღალი რანგის დეპუტატი, რომელიც სხვა პარლამენტარებს სთავაზობდა უკანონო სარგებელს. ზოგიერთი წყარო პირდაპირ აკავშირებს ამ საქმეს იულია ტიმოშენკოსთან, ხოლო სხვა ცნობები მიუთითებს დავით არახამიას მონაწილეობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.