Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა

მარშალ პრესი 13/01/2026
iraki kobakhidze

ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განუცხადა.

პრემიერის თქმით, იყო კოორდინირებული კამპანია და ამ კამპანიის მიზანი იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა.

„თქვენ გახსოვთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია. ამ კამპანიის მიზანი იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა. უცხოური ჩარევისთვის ფონის შექმნას ისახავდა მიზნად ეს კამპანია. ჩვენ აქაც წარმატებით დავუპირისპირდით ამ კამპანიას და არავის მივეცით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა იმ პროცესებიდან, რომელიც ვითარდება ევროპულ ქვეყნებში. ამ ქვეყნებს ძალიან დიდი პრობლემები აქვთ სასამართლო სისტემაში. გახსოვთ რუმინეთის საქმე, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ხვალ მექნება სიტყვით გამოსვლა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე, სადაც ძირითადი თემა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხები, პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე ამ მიმართულებით
Next: უნდა შეიქმნას ახალი პარტიები, რომლებიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ, ჯანსაღ ქართულ სისტემაში – პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.