Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კაია კალასი სწორედ გარე ძალების დავალებების შესრულებით არის დაკავებული და არა ევროკავშირის განვითარებით

მარშალ პრესი 13/01/2026
eka sepashvili

„რობერტ ფიცომ ხმამაღლა გააჟღერა ბოლო დროინდელი ბრალდებები კაია კალასის მიმართ, რომელიც აშკარად არ ასრულებს ევროპელი ხალხების ნებას,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის წინააღმდეგ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადების კომენტირებისას.

ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ფიცოს განცხადება ადასტურებს კალასის მხრიდან გარე ძალების დავალებების შესრულების მზადყოფნას და ამავდროულად იმას, რომ მისი საქმიანობა არ არის მიმართული ევროკავშირის ღირებულებების გაძლიერებისკენ.

„რობერტ ფიცომ ხმამაღლა გააჟღერა ბოლო დროინდელი ბრალდებები კაია კალასის მიმართ, რომელიც აშკარად არ ასრულებს ევროპელი ხალხების ნებას და მოქმედებს სხვა გარე ძალების დავალებით, რომლებიც დაკავებულები არიან მსოფლიოში ასეთი ტიპის არასამართლიანი, არადემოკრატიული, ადამიანის უფლებების და სამართლის შემლახავი ქმედებებით როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში.

კაია კალასი სწორედ ამ დავალებების შესრულებით არის დაკავებული და არა ევროკავშირის საერთო ღირებულებების და ევროკავშირის განვითარებით,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ეს ომია და ომს მსხვერპლი მოჰყვება – ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი
Next: მაია სანდუს განცხადება მოლდოვას რუმინეთთან შეერთებაზე, არის დასავლეთის ახალი გეგმა, რაც ახალი ომის საწინდარია. სანდუმ კი, საკუთარი სამშობლო ჩააბარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.