Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

როგორ ჩავანაცვლებთ ევროპაში განლაგებული 100 000-კაციან ამერიკულ სამხედრო ძალას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების ხერხემალს წარმოადგენს? ვინ ჩამოაყალიბებს ჩვენს სამხედრო ძალას?

მარშალ პრესი 12/01/2026
J

J

ზეწოლის ქვეშ მყოფი ევროპა მეტ ერთიანობას მოითხოვს და ერთიანობა ინსტიტუციურ ცვლილებებს მოჰყვება. ასეთ დროს არ უნდა გავექცეთ ჩვენი ინსტიტუციური თავდაცვის მზადყოფნის შესახებ ყველაზე აქტუალურ კითხვებს, – განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა.

კუბილიუსი სვამს კითხვას, თუ 100 000-კაციანი ამერიკული სამხედრო ძალა ევროპას დატოვებს, მაშინ ვინ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი.

ის ევროკავშირის ქვეყნების ჯარებს “ბონსაის არმიებს” უწოდებს და აცხადებს, რომ გარეგნულად კარგად გამოიყურებიან, თუმცა, რეალურად 27-ვე ქვეყნის სამხედრო ძალები შეკვეცილი და შეზღუდულია.

„პირველი კითხვა, თუ ამერიკელები ევროპიდან გადავლენ, როგორ შევქმნით ნატოს ევროპულ საყრდენს? ვინ იქნება ევროპული უსაფრთხოების გარანტი? რა ბედი ეწევა ევროპულ სარდლობასა და მართვა-კონტროლის შესაძლებლობებს ან ევროპულ შტაბ-ბინებს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ჩავანაცვლოთ ამ შემთხვევაში ევროპაში განლაგებული 100 000-კაციანი ამერიკული მუდმივი სამხედრო ძალა, რომელიც ევროპის უსაფრთხოების მთავარ საყრდენს და მის სამხედრო ხერხემალს წარმოადგენს? ვინ ჩამოაყალიბებს ჩვენს ევროპულ მუდმივ, საყრდენ სამხედრო ძალას – გერმანელები? თუ 27 „ბონსაის არმიის“ ერთობლიობა? არმიები, რომლებიც გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ რეალურად შეკვეცილი, დაპატარავებული და შეზღუდულია.

ან როგორც ამას ჯერ კიდევ 10 წლის წინ სთავაზობდნენ ჟან-კლოდ იუნკერი, ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი – ინიციატივას, რომელსაც ექსპერტები და ევროპელები დღესაც მხარს უჭერენ – ძლიერი, მუდმივმოქმედი ევროპული სამხედრო ძალის შექმნა 100 000 ჯარისკაცის შემადგენლობით“, – აღნიშნა კუბილიუსმა.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.