Skip to content
27/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვს, მკვლელობები და რეპრესიები უნდა შეწყდეს, ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა

მარშალ პრესი 12/01/2026
roberta metsola

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ირანელ ხალხს მიმართავს.

მისი თქმით, ირანის ხელისუფლებამ მკვლელობები და რეპრესიები უნდა შეწყვიტოს.

როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, ევროპამ თავისი მოვალეობა უნდა გააცნობიეროს და იმოქმედოს.

„თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ჩვენგანისთვის, როგორც ადამიანებისთვის, თანდაყოლილია. ირანის ახალი თაობა ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვს. 2026 წელს ეს ძალიან ბევრის მოთხოვნა არ არის. მკვლელობები უნდა შეწყდეს. უდანაშაულოები და დევნილები უნდა გაათავისუფლონ. რეპრესიები უნდა დასრულდეს. ქუჩაში მყოფ მამაც გოგონებს, სტუდენტებს, მამაკაცებსა და ქალებს: ეს თქვენი დროა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც კომუნიკაციას ბლოკავს, არის რეჟიმი, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია. ევროპამ უნდა გააცნობიეროს თავისი მოვალეობა და მოქმედების აუცილებლობა. ირანი თავისუფალი იქნება“, – წერს რობერტა მეცოლა.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები, 14 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად, თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 538 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 490 აქტივისტია, 48 კი ირანის უსაფრთხოების თანამშრომელი. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 000 აქტივისტია დაკავებული.

Post navigation

Previous: ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, რომ უკრაინა კი არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს
Next: მკაცრად ვურჩევ კუბას, დადოს შეთანხმება, ვიდრე ძალიან გვიან არ არის – დონალდ ტრამპი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.