Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს

მარშალ პრესი 10/01/2026
zaal anjaparidze

როგორც უკვე აღვნიშნე, 2026 წელი არ იქნება იმაზე მშვიდი ვიდრე 2025, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს.

შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქ სწორედ ამის გამკეთებელი ხელისუფლება დასვან – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, რადიკალური ძალების მიერ გამოყენებული ფორმულა „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას, მაგრამ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ – სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც უკვე აპრობირებულია და გულისხმობს ვითომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი, მაგრამ რეალურად გარე ძალების მიერ დაფინანსებული რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას.

„როგორც უკვე აღვნიშნე, 2026 წელი არ იქნება იმაზე მშვიდი ვიდრე 2025, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქ სწორედ ამის გამკეთებელი ხელისუფლება დასვან.

მათი ფორმულა: “ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მთავრობას, მაგრამ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს,” უკვე გამოიყენება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ეს კი გულისხმობს ვითომ “თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის” მებრძოლი გარე ძალების დაფინანსებული და მომზადებული რადიკალური ჯგუფების და მათი ლიდერების მხარდაჭერას. ჩვენ შეიძლება ჯერ ბოლომდე არც ვიცით სრული ინფორმაცია, თუ რა რესურსები უჯდება ჩვენს სახელმწიფოს ამ რადიკალური დესტრუქციული ჯგუფების განეიტრალება. რასაც რუსთაველის გამზირზე ხედავთ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია დიდი სცენარის. მსგავს სიტუაციებთან გასამკლავებლად ყოველთვის დიდ, თუ არა გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია და მუდმივი სიფხიზლე. ეს არაერთხელ დამტკიცებულა, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მაგალითებზე.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი: ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც არ აინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი იდეოლოგია
Next: ახალ ელიტას არ ადარდებდა ბრიტანეთის მდგომარეობა ან მისი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა დეცენტრალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.