Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ

მარშალ პრესი 09/01/2026
davit matikashvili

ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური ძალა როდესაც ცდილობს კიდევ გააგრძელოს ტივტივი და საზოგადოებას კვლავ ტყუილებს სთავაზობს, ამას არანაირი შედეგი არ ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა დაკარგული აქვს.

„ოპოზიცია რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. ისინი ილუზორულ წარმოდგენებში არიან. საკუთარი თავის შეფასების და რეიტინგის გაზომვის უნარი დაკარგული აქვთ. კარგად დაუკვირდნენ რადიკალების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას და ნახავენ, რომ არათუ რაიმე ფორმით გადაჯგუფების ან ახალი თამაშის წესების წარდგენის, არამედ რეალურად პოლიტიკურ ავანსცენაზე ყოფნის და დარჩენის ელემენტარული საშუალებაც კი არ აქვთ. მათ ჩვენი საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ. ამიტომ ეს ყველაფერი აბსურდი, ტყუილი და კიდევ ერთხელ საკუთარი ერთი მუჭა მომხრეებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა. გეგმა სერიოზულობით იმ შემთხვევაში ფასდება, თუ ვინ ადგენს და ვინ წარადგენს ამ გეგმას. როცა ნულოვანი რეიტინგის მქონე ვითომ პოლიტიკური ძალა ცდილობს, კიდევ გააგრძელოს ტივტივი და საზოგადოებას კვლავ ტყუილებს სთავაზობს, ამას არანაირი შედეგი არ ექნება. ეს ყველაფერი იმ ტყუილ ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც ახლაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

Post navigation

Previous: საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად რადიკალებისთვის. საქართველოსთვისაც რელევანტურია ტრამპის განცხადებები
Next: ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.