Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საერთაშორისო წესრიგი და სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს — სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს საკუთარი სიმპათიებისა და ანტიპათიების მიხედვით იღებენ

მარშალ პრესი 08/01/2026
eka sepashvili

პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, ამერიკის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ, გამოეხმაურა. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას რიგი სახელმწიფოების მხრიდან შეშფოთება არ მოყოლია:

,, არ მახსენდება, რომელიმე დიდ ან პატარა ქვეყანას შეშფოთება გამოეხატოს მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს მოსამართლეები სანქცირებულნი გახდნენ.” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უსამართლობა და ორმაგი სტანდარტები ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ამავე ქვეყნებს:

“ეს განცხადება ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო წესრიგი და სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს — სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს საკუთარი სიმპათიებისა და ანტიპათიების მიხედვით იღებენ. არ მახსენდება, რომელიმე დიდ ან პატარა ქვეყანას შეშფოთება გამოეხატოს მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს მოსამართლეები სანქცირებულნი გახდნენ.

როდესაც ცალკეული სახელმწიფოები ასეთ აშკარა უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტებს იყენებენ, ადრე თუ გვიან ბუმერანგის პრინციპით თავადაც წააწყდებიან იმავე პრობლემას.” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა, მუქარა და ა.შ ყოფილა კრეატიული მესიჯები
Next: სასიამოვნოა მორიგი დასტური ვაშინგტონიდანაც, რომ “ქართული ოცნება” უზუსტესია ამორფული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში, თუმცა ამ ტრანსატლანტიკურ ჯახში საქართველოს რყევის მცდელობათა საფრთხეების მინიმიზაცია აუცილებელია, ასეც იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.