Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობამ კოსმონავტების სანაპირო N45ა-ს მიმდებარედ გზა გააფართოვა და სავალი ნაწილის მეორე ზოლი დაამატა

მარშალ პრესი 06/01/2026
505

დიდუბის რაიონის გამგეობამ კოსმონავტების სანაპირო N45ა-ს მიმდებარედ გზა გააფართოვა და სავალი ნაწილის მეორე ზოლი დაამატა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ასევე შუქნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი.

აქამდე აღნიშნული ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ იყო შესაძლებელი, რაც ადგილობრივებისთვის დისკომფორტს წარმოადგენდა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დიდუბის რაიონის გამგეობა მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გეგმავს მოსასვენებელი სივრცის მოწყობას, გამწვანებასა და განათების სისტემის მონტაჟს.

Post navigation

Previous: ვიმედოვნებთ, რომ ის აღიარება, რომელიც ვენესუელის სახელმწიფომ განახორციელა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ, გაწვეული იქნება ახალი ხელისუფლების პირობებში
Next: ვენესუელა არ იქნება ერთადერთი პოლიტიკური ქეისი ახალ გლობალურ პროცესებში, მას მალე მიჰყვება სხვებიც და ამ პერიოდში ნელ-ნელა გავიგებთ კულუარული გარიგებების სქემებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.