Skip to content
09/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა – გერმანიის კანცლერი

მარშალ პრესი 06/01/2026
merc

უკრაინა ჰუმანიტარული ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარიზში, „მსურველთა კოალიციისთვის“ მიმართვისას განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინი ომის მეოთხე ზამთარს ცეცხლის შეწყვეტისკენ არ ისწრაფვის, პირიქით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დღემდე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმების ბრძანება გასცა.

მერცმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ცდილობს ომის დასრულებას, თუმცა ეს მხოლოდ იმ პირობით არის შესაძლებელი, რომ უკრაინა ამჯერად აშშ-სა და ევროპისგან რეალურ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

ცნობისთვის, დღეს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება, სადაც კოალიციის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განისაზღვროს.

Post navigation

Previous: მთავრობის განკარგულებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა
Next: ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საქართველოში ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.