Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ევროკავშირში შეცვლიან მიდგომებს, ეს სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვინაიდან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე

მარშალ პრესი 05/01/2026
levan machavariani

ზოგადად, ჩვენ რა თქმა უნდა, მზაობა გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები განახლდეს, თუმცა უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი აცხადებს, რომ თავად ევროკავშირი არ არის მზად, საქართველოს ხელისუფლებასთან საგნობრივ დიალოგზე, რაზეც დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაც მეტყველებს.

მისივე თქმით, თუ ისინი შეცვლიან ამ მიდგომებს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც.

“საზოგადოებას შევახსენებ, რომ 21 ნოემბერს, როდესაც ჩანიშნული იყო შეხვედრა, თვეებით ადრე მზადდებოდა ეს შეხვედრა. ჩვენი დელეგაცია უნდა ჩასულიყო ევროკავშირში იმისთვის, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაეარათ აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც მოდის ევროკავშირის მხრიდან. მათ გაუგებარი მიზეზის გამო გადადეს, პირდაპირ ჩაშალეს ეს შეხვედრა, რაც იმის მანიშნებელი და ინდიკატორია, რომ ისინი მზად არ არიან, რომ ჩვენთან საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ და მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული კრიტიკა უნდა ვისმინოთ მათი მხრიდან. თუ ისინი შეცვლიან ამ მიდგომებს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც, ვინაიდან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე”- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის განცხადების გაყალბებაზე: “ტვ პირველმა” 2026 წელიც დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელებით და დარტყმა მიაყენა ჩვენს სამშობლოს – ეს ან არაპროფესიონალიზმი და უვიცობაა, ან სამშობლოს გაყიდვისკენ გადადგმული ნაბიჯი და რომელი უფრო დიდი პრობლემაა, “ტვ პირველის” თანამშრომლებმა გადაწყვეტონ
Next: ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასის კლების კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც, ჯანდაცვის მინისტრიც შეყვანილი ჰყავს. ქართველი ხალხი თქვენ გვერდით დგას ამ სახალხო საქმეში!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.