Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისათვის, უმნიშვნელოვანესია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიწვიოს ე.წ. სახელმწიფოების აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

მარშალ პრესი 05/01/2026
archil gorduladze

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ვენესუელაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ სახელმწიფომ, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს აღიარებული, ეს გადაწყვეტილება გააუქმოს.

გორდულაძის განმარტებით, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საზღვრების ურღვეობის პრინცპს და საქართველოს სუვერენიტეტს.

“ჩვენთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისათვის, უმნიშვნელოვანესია, რომ რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებული ე.წ. სახელმწიფოები, რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია, სადაც კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიწვიოს აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ, პატივი იქნეს ნაცემი საზღვრების ურღვეობის უმთავრეს პრინციპთან და ჩვენი ქვეყანა, რომელიც აღიარებლია გაეროს მიერ, ყველა ქვეყანამ პატივი სცეს გაეროს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.” – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

 

 

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი პრემიერის ინიციატივაზე: „ქართული ოცნება“ პრობლემებს არასდროს გაურბის, ჩვენ ვრეაგირებთ კონკრეტული ნაბიჯებით. სურსათის ფასების შესწავლა უკვე დაწყებულია, შექმნილია სამთავრობო ჯგუფი ამასთან დაკავშირებით
Next: არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის განცხადების გაყალბებაზე: “ტვ პირველმა” 2026 წელიც დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელებით და დარტყმა მიაყენა ჩვენს სამშობლოს – ეს ან არაპროფესიონალიზმი და უვიცობაა, ან სამშობლოს გაყიდვისკენ გადადგმული ნაბიჯი და რომელი უფრო დიდი პრობლემაა, “ტვ პირველის” თანამშრომლებმა გადაწყვეტონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.