Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა

მარშალ პრესი 05/01/2026
Capture

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული შ.ფ. სარფში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ვენესუელასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ერთი რამ აერთიანებს — ძალა კვლავ მთავარ არგუმენტად იქცა, ხოლო სისხლი პოლიტიკის დასაშვებ ფასად
Next: მიხეილ სარჯველაძე და თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.