Skip to content
07/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა – მიხეილ ყაველაშვილი

მარშალ პრესი 04/01/2026
6,6

საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

“დღეს მქონდა პატივი, პირადად მიმელოცა 93 წლის იუბილე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისათვის.

ჩვენს ერს მისი ლოცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე აძლიერებს.

ვუსურვე მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მხნეობა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის სამსახურში და გამოვხატე ჩემი მადლიერება და პატივისცემა მისი ფასდაუდებელი ღვაწლისათვის საქართველოს წინაშე.”– განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 93 წლის გახდა.

Post navigation

Previous: ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ვიმედოვნებთ, ბოლოდროინდელი მოვლენები გამოიწვევს ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას
Next: ვენესუელასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ერთი რამ აერთიანებს — ძალა კვლავ მთავარ არგუმენტად იქცა, ხოლო სისხლი პოლიტიკის დასაშვებ ფასად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.