Skip to content
06/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ

მარშალ პრესი 04/01/2026
irakli kobakhidze

დაბადების დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.

“თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ამ გარდამტეხ ეტაპზე, მისი სულიერი წინამძღოლობა იყო მთავარი ძალა, რომელიც საზოგადოებას სიმშვიდით, ერთიანობითა და მომავლის რწმენით ავსებდა.

ჩვენი ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა. პატრიარქის თავდადებული მსახურება, უზენაესი ფასეულობების ერთგულება და მოყვასის სიყვარული მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის.
მისი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით, მის უწმინდესობას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Post navigation

Previous: მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, განსხვავება იმაშია, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს
Next: Berliner Zeitung: ვენესუელაზე აშშ-ის სამხედრო დარტყმის ფონზე, უკრაინაში იმედგაცრუება სუფევს – უკრაინული საზოგადოება ვარაუდობს, რომ ტრამპმა შესაძლოა რუსეთს უკრაინის კონფლიქტში მნიშვნელოვანი დათმობები შესთავაზოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.