Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ახმეტის მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მერიის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ

მარშალ პრესი 29/06/2022
ახმეტა1
➡️საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის №54 დადგენილების თანახმად, საქართველოში კლიმატის ცვლილების
გამომწვევი სათბურის აირების შემამცირებელი და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების კოორდინირების მიზნით შეიქმნა კლიმატის ცვლილების საბჭო.
➡️საბჭოში შემავალი საკოორდინაციო ჯგუფი კი, რომელიც შედგება მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერებისგან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილისა და სახელმწიფო რწმუნებულებისგან, წარმოადგენს საბჭოს
მრჩეველ ორგანოს და ემსახურება კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინაციას.
➡️სწორედ აღნიშნული საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, 24 ივნისს ქ. თბილისში სასტუმრო ,,უინდემ გრანდ თბილისი”-ში მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის (SECAP) მეთოდოლოგიის დასამტკიცებლად, მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისათვის კლიმატის ცვლილების საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ესწრებოდა.
➡️ახმეტის მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მერიის წარმომადგენლებს ხათუნა ჯუგაშვილს, ნინო არაბულს და ლადო კახოიძეს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ღონისძიების ბოლოს სერტიფიკატები გადაეცათ.

Post navigation

Previous: ახმეტის N2 საბავშვო ბაღში უფროსი ჯგუფის აღსაზრდელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
Next: ახმეტაში სახალხო თეატრი დაარსდა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.