Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ მთავარია, დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა

მარშალ პრესი 31/12/2025
irakli kobakhidze2

კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი წუყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა.

„ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია, რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: „მშვიდობა ჰორიზონტზეა“ – ეს არა აბსტრაქტული იმედი, არამედ კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმებაა
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.