Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩავატარეთ თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის

მარშალ პრესი 30/12/2025
irakli kobakhidze3

ეს წელი იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, წარმატებით ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის.

„წელს გვაქვს მთავრობის ბოლო სხდომა. შევაჯამოთ გასული ერთი წელიწადი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ იყო წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ეს იყო თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი.

ასევე წარმატებით ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური ფორმით გაგრძელებისთვის. ასევე სამწუხაროდ, ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო სათანადოდ, ეფექტიანად და ჰუმანურად გაუმკლავდა. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო მართვის სისტემის გაუმჯობესება, გუნდში გვყავს 7 ახალი მინისტრი, არაერთი ცვლილება განვახორციელეთ, რომ მთავრობა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი
Next: „მშვიდობა ჰორიზონტზეა“ – ეს არა აბსტრაქტული იმედი, არამედ კონკრეტული პოლიტიკური შეთანხმებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.