Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროში საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

მარშალ პრესი 29/12/2025
10

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების ორგანიზებული საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების, გენერალური შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

სამინისტროს ტერიტორიაზე საახალწლო კონცერტი გაიმართა. ბავშვების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ბოლოს მათ თოვლის ბაბუას საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალური შტაბისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამხედრო ბაზებზე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, სამხედრო-მოსამსახურეთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებების მოწყობა ტრადიციად იქცა და მეორე წელია მასშტაბურად აღინიშნება. საახალწლო ზეიმი უკვე ჩატარდა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
Next: საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალური გზა დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.