Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც – ალეკო ელისაშვილი

მარშალ პრესი 29/06/2022
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 3 ივლისისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, ასეთივე განწყობაა მის პარტიაშიც.

როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, სახლობანად მიაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ.

„3 ივლისის აქციაზე აღარ მივალ, ასეთი განწყობაა პარტიაშიც. ვიყავი რიყეზე, ვიყავი 20 ივნისს და შემდეგ აქციაზე. არავის გამო არ მივსულვარ იქ, არამედ ვიყავი იდეის გამო. ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. ბოდიში, მაგრამ ბუნდოვანი ფანტაზიების ასრულებაში და რაღაც სახლობანაში ვერავის დავეხმარები. სახლობანად მიმაჩნია აზრი, რომ მიტინგზე მთავრობა აირჩიონ. არ ვიცი, ამაში ვინ მონაწილეობს, ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის გაუგებარია იმ მიტინგის მიზანი, რომ მთავრობა აირჩიონ. სინამდვილეში, ეს არის ენერგიის გაფანტვა, ენერგიის არასწორი მიმართულებით წაყვანა და მთავარი მიზნისგან დაშორება, რაც არის კანდიდატის სტატუსი. ექვს თვეში შესასრულებელია 12 პუნქტი და რაღაც სახლობანა, მთავრობის შექმნა მიტინგზე და მინისტრების არჩევა აბსოლუტურად გაუგებარია. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Post navigation

Previous: განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. შეკვეთილში კერძოდ, სოფელ კაპროვანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – ავთანდილ თალაკვაძე
Next: ახმეტის N2 საბავშვო ბაღში უფროსი ჯგუფის აღსაზრდელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.