Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

: როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80-85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”

მარშალ პრესი 29/12/2025
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო წლებში დასავლეთისა და შიდა ოპოზიციის არაერთი მცდელობა, ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევის მიზნით, სრულიად უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, ასეთი სცენარები უკვე რამდენჯერმე სცადეს – ევროკავშირის გადაწყვეტილების, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების თუ სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების ფონზე, თუმცა ვერცერთხელ ვერ შეძლეს ქართველი საზოგადოების პროტესტის ორგანიზება. „ როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80–85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”. როდესაც აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ეტყობა იქაც და აქაც მავანნი იმედოვნებდნენ, რომ პროევროპული 85% ქუჩაში გამოვიდოდა და რევოლუციას მოაწყობდა. რამდენიც გამოვიდა ვნახეთ, და შედეგი ისევ “0”. 28 ნოემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩათვალეს, რომ ამჯერად მაინც გამოვიდოდა ის საკრალური 85% და დაამხობდა ხელისუფლებას, რამდენიც გამოვიდა, რას მიაღწიეს და რამდენი დარჩნენ, ესეც ვნახეთ. შედეგი აქაც “0”. ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარაც იგივე მიზანს ისახავს და იგივე ნულოვანი შედეგით დასრულდება.“ – წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის
Next: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.